Hot line:(497) 22 20 20

ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის კრებები ჩატარდა

31 January, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტში,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები ტარდება.

ამჯერად, სოფლის  კრებები ხრესილის  ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიეტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ზაზა ზოსიაშვილი,  მერის წარმომადგენელი ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში, უჩა გაბრიაძე და მაჟორიტარი დეტუტატი, ზვიად კუბლაშვილი ხელმძღვანელობდნენ.                 

ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობამ, პრიორიტეტულ პროექტთა შორის უპირატესობა, საუბნო გზების, წყლის სისტემებისა  და გარე განათებების კეთილმოწყობას მიანიჭა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის გამოყოფილი  266 000 ლარიდან, 41 000 ლარი  ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიხარჯება.

მუნიიციპალიტეტში სოფლის კრებები, 25 იანვარს დაიწყო და  12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

Share page