Hot line:(497) 22 20 20

შეხვედრა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან

27 June, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც დეტალურად განიხილეს თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა, ისაუბრეს სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

შეხვედრაზე, სადაც მხარეები სამუშაო პროცესში კოორდინირებულ კომუნიკაციაზე და კიდევ უფრო ეფექტიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თემურ ჩუბინიძემ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად შესრულებისკენ მოუწოდა.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კუბლაშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, ზაზა ზოსიაშვილი და საზედამხედველო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Share page