Hot line:(497) 22 20 20

განცხადება

15 January, 2020

რამდენიმე დღეა ჩვენს ქალაქში აქტუალურად განიხილება საფეხბურთო კლუბ ტყიბულის ,,მეშახტის“ ბედი და მისი მომავალი. ბევრი მოსაზრება არსებობს იმისთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა მუნიციპალიტეტმა კლუბის დასახმარებად და იქ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სკ ტყიბულის ,,მეშახტემ“ 2017 წელს არასწორი მენეჯმენტისა და უკონტროლობის შედეგად დატოვა ლიგა 2. 2018-19 წლებში გუნდმა მუნიციპალიტეტის დახმარებით მოახერხა ადგილის შენარჩუნება ლიგა 3-ში.

ტყიბულის ,,მეშახტე“ საბაზისო დაფინანსებას იღებს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 250 000 ლრით, რაც არასაკმარისია მაღალი დონის ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მოსაზიდად.

გასულ წელს, მუნიციპალიტეტისა და გულშემატკივრების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა დამატებითი თანხების მობილიზება, რომელიც მთლიანად იქნა გამოყენებული გუნდის შესანარჩუნებლად და საფეხბურთო სეზონის წარმატებით დასრულებისათვის.

შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ხელი შეეწყო ქალაქში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის და ამ მიზნით ბავშვთა საფეხბურთო სკოლა დააქვემდებარა კლუბ ,,მეშახტე“-ს მენეჯმენტს, ხოლო სპორტული ბაზა გადაიყვანა მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე.

საფეხბურთო კლუბის, მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების ერთობლივი ძალისხმევით გუნდმა შეინარჩუნა ადგილი ლიგა 3-ში. ამჟამად კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით აქტიური მოსამზადებელი ღონისძიებები ხორცილედება ,,მეშახტის“ განახლებისა და გაძლიერებისათვის.

მოგიწოდებთ ყველა გულმხურვალე გულშემატკივარს და ფეხბურთის ქომაგს აქტიურად ითანამშრომლოთ მუნიციპალიტეტთან და სკ ტყიბულის ,,მეშახტე“-სთან, გუნდის ფინანსურად გაძლიერებისა და მომავალი სეზონის წარმატებით ჩატარებისათვის.

საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისა და სკ ,,მეშახტის“ ხელმძღვანელობა მზადაა შეხვდეს გულშემატკივრებს და უპასუხოს არსებულ შეკითხვებს.

Share page