Hot line:(497) 22 20 20

ვაკანსია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში

2 June, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ  4 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადა.

კონკურსი გამოცხადდა შემდეგ პოზიციებზე:

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილების, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი( ადგილების რაოდენობა 2);

 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, შესყიდვებისა  და  მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგოტიის უფროსი სპეციალისტი.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმების მსურველებს  საშუალება ეძლევათ 8 ივნისისს ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროსოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.hr.gov.ge/) დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ  კონკურსში.

 

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი  განცხადებების გადარჩევას,  ხოლო  მეორე ეტაპი გასაუბრებას ითვლისწინებს.

კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კონკურსანტს ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე .

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯარო  სამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ–გვერდზე – www.hr.gov.ge

Share page