Hot line:(497) 22 20 20

თემურ ჩუბინიძემ კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა

29 May, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, კომუნალური გაერთიანების ყოველდღიური საქმიანობით დაინტერესდა და სამსახურის ხელმძღვანელთან, ცოტნე ჯანელიძესთან ერთად ის ქუჩები დათვალიერა, სადაც სხვადასხვა სახის კეთილმოწყობითი სამუშაოები ხორციელდება.

მერი ბერეკაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწესრიგებით სამუშაოებს გაეცნო, ასევე იმყოფებოდა გამსახურდიას N23 -ში, სადაც პატარებისთვის გასართობი სივრცე მოეწყო.

გამსახურდიას ქუჩის მსგავსად ბავშვებისთვის საქანელა, სასრიალო და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდა სოლომონ II-ის ქუჩაზეც.

გარდა აღნიშნული სამუშაოებისა კომუნალური გაერთიანება ყოველდღიურდ აგრძელებს საქმიანობას შემდეგი მიმართულებით: ნარჩენების გატანა, ქუჩების დაგვა-დასუფთავება, გარე განათებისა და სკვერების მოწესრიგება, გამწვანება და მოთიბვის სამუშაოები.

Share page