Hot line:(497) 22 20 20

შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელთან

10 June, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე პროექტის ფარგლებში, მწვანე ეკონომიკა - მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)", "ავსტრიის განვითარების სააგენტოს"(ADA) წარმომადგენელს შეხვდა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ტყიბულის ტურისტული პოტენციალი და მისი განვითარების გზები.

პროექტი, რომელსაც ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა აფინანსებენ და "ავსტრიის განვითარების სააგენტო" (ADA) ახორციელებს, მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობასა და დამატებითი შემოსავლების შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

პროექტის მიერ შერჩეული სამიზნე არეალია ტყიბულის, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები.

Share page