Hot line:(497) 22 20 20

ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს

2 April, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე პროდუქტები გადაეცემა შემდეგი კატეგორის ბავშვებს:

• ობოლი ბავშვები
• მარტოხელა მშობლის შვილები
• ომის მონაწილეთა შვილები
• დევნილი ოჯახების შვილები
• მრავალშვილიანი ოჯახის შვილები
• სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები
• შშმ ბავშვები

ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში საკვებ პროდუქტებს 260 აღსაზრდელი მიიღებს.

Share page