Hot line:(497) 22 20 20

ჯვარისაში, გურნასა და სოჩხეთში ბაგა-ბაღების მოწყობა მიმდინარეობს

25 June, 2018

  მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, სოფლებში, გურნა, ჯვარისა და სოჩხეთი საბავშვო ბაგა-ბაღების მოწყობა მიმდინარეობს. არსებულ სამუშაოებზე მონიტორინგი ტყიბულის მუნიციპლიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ განახორციელა.

   პროექტი, რ.გ.პ.ფ.-ის პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 201 616 ლარს შეადგენს. სამუშოებს შპს ,,TU-KA” აწარმოებს და ის სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში, განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მოწყობა.

  აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ჯვარისაში, გურნასა და სოჩხეთში , საბვშვო ბაგა -ბაღები პირველად დაიწყებს ფუნქციონირებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიგრაციის პროცესის შეჩერებას.

Share page