თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაშავებული გოგნა მოინახულეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, სოფელ ცუცხვათში, კუპრაშილების ოჯახში იმყოფებოდნენ, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მცირეწლოვანი მოინახულეს და საჩუქრები მიუტანეს.
5 წლის გოგონა იმ მიკროავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ტყიბული -ცუცხვათის რეისს ასრულებდა და ავარიაში მოყვა, რა დროსაც მცირეწლოვანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
გოგონა ამჟამად თავს კარგად გრძნობს.