ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიას ტყიბულიც შეუერთდა
ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოც შეუერთდა.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ ლიტერატურულ კაფეში, ძალადობის თემაზე ფილმის ჩვენება-განხილვა მოეწყო, რომელსაც ახალგაზრდული თვითმმართევობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ცვლილებათა გზა“ -ს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
კამპანია მიზანია მოახდინოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაცია.