Hot line:(497) 22 20 20

სოციალური პროგრამების მართვაში მიღწეული წარმატებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა

20 December, 2018

 საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

 

✔ აღნიშნული პროექტისთვის შექმნილი მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თემაზე - „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა”, საუკეთესოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი გამოვლინდა. გენდერული თანასწორობის საკითხებში წყალტუბოსა და ლაგოდეხის მიერ განხორციელებული პროექტები, სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით კი, საუკეთესოდ, წყალტუბოს, თეთრიწყაროს, გორის, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების პროექტები დასახელდა.

✔  სოციალური პროგრამების მართვაში მიღწეული წარმატებისთვის, სპეციალური სიგელებით ქუთაისისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები დაჯილდოვდნენ.

✔ კონკურსში ოცდაოთხმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 35 პროექტი წარმოადგინეს.

✔ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

Share page