Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები ტარდება

29 January, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტში,  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთა კონსულტაციები დაიწყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრები საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. სოფელ საწირეში ამომრჩევლებთან კონსულტაცია,  ხოლო დანარჩენ სოფლებში: დაბაძველი,  ახალსოფელი,  ძიროვანი, ზედუბანი, ბზიაური, სამტრედია,  დასახლების საერთო კრებები ჩატარდა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილ გიორგი ლომთაძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კობა რობაქიძე დაესწრნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსახლეობისგან  სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე  მოსაზრებები მოისმინეს, რომელთა უმეტესი ნაწილი გარაე განათების, გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას შეეხებოდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა.
მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დასახლებებში, რომლებშიც რეგისტირებული ამომრჩევლთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500,  იმართება  დასახლებების საერთო კრება, ხოლო დასახლებებში, რომლებშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 500-ზე მეტს ამომრჩევლებთან კონსულტაცია.

გაანგარიშება შემდეგი პრინციპით მოხდა:
ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს გამოეყო 5 000 ლარი;
ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს გამოეყო 6 000 ლარი; 
გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000 მაცხოვრებელს გამოეყო 8 000 ლარი; 
დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს გამოეყო 10 000 ლარი. 
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის გამოყოფილია  266 000 ლარი, აქედან საწირისა და მის ადმინისტრაციულ   ერთეულში შემავალი სოფლებისათვის   ჯამში განსაზღვრულია 42 000 ლარი.

 

Share page