საინფორმაციო შეხვედრა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ იმერეთის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ამ გზაზე არსებულ გამოწვევებს და საფრთხეებს.
შეხვედრას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე, საკრებულოს დეპუტატები, საჯარო მოხელეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მოწვეული ექსპერტი, ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე, დამსწრე საზოგადოებას უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და რეგულაციებზე ესაუბრა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ კი, საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობაზე, ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.