Hot line:(497) 22 20 20

"ევროპის დღეები 2019" და გამარჯვებული ტყიბულელი მოსწავლეები

10 June, 2019

ტყიულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურისა და #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, "ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში, გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.

"ევროპის დღეები 2019“- წყალტუბოში გაიმართა, სადაც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელთან, მარიკა ვაჭარაძესთან ერთად, ესეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

იმერეთის რეგიონში 10 გამარჯვებული გამოვლინდა, აქედან სამი საპრიზო ადგილი ტყიბულის და ბაღდათის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გაინაწილეს. პირველ ადგილზე სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლე, სოფო გეგეშიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი #1 სკოლის მოსწავლემ, ანი კუბლაშვილმა დაიკავა. გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო. წყალტუბოში მოწყობილი იყო ევრო-სოფელი, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი კუთხეები. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ქონდათ უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმაციასაც გაცნობოდნენ.

Share page