Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულში ერთი ბაღის მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

15 July, 2019

ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომ, წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთი ბაღის მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში, მ.წ. დაიწყება და 2020 წელს დასრულდება თანამედროვე სტანდარტების მქონე მე-4 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც გთვლილია ორ სასწავლო ჯგუფზე.

ცოტა ხნის წინ მერიამ, ასევე შეისყიდა გელათისა და ტყიბულის #2 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლისთვისაც მოძიებული იქნა შესაბამისი თანხები და მიმდინარე წელს დაწყება მათი სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 საბავშვო ბაღში, სურსათის უვნებლობის სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად სარემონტო სამუშაოები განხორციელდება.

მომავალში ქალაქსა და სოფლებში ბაღების რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

Share page