სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე, საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია 2019 წელს განსახორციელებელი და 2020 წლის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და გაეცვნენ საბჭოს წევრის, ნიკა წიქრიძის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სამუშაო ჯგუფის შექმნას და მათ მიერ სტრატეგიის შემუშავებას შერჩეული საპილოტე სოფლის განვითარების გეგმის შედგენის შესახებ. სხდომის მსვლელობისას ისაუბრეს, მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის სერვის მიმდინარეობაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ASB საქართველოს დაფინანსებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 30 ბენეფიციარი თვეში ოთხჯერ იღებს საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურებების კომპლექსს. დღის წესრიგის მიღედვით, ასევე იქნა განხილული სხვა მიმდინარე საკითხები.