Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულში აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

2 August, 2019

ტყიბულში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გმირულად დაღუპულები გაიხსენეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მოადგილებთან ერთად, სოფლებში: ძიროვანსა და ბუეთში ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცლილთა ხსოვნას. ტყიბულელი ჯარისკაცები, სამშობლოს დასაცავად, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში 11 აგვისტოს გმირულად დაიღუპნენ.

ნიკოლოზ ფორჩხიძე, შინდისის გმირთაგან ერთ-ერთია, ვინც მტრის ალყაში მოქცეული სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა რუსულ არმიას. დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 1000 ლარი ეძლევათ, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიამ, წელს მათ ერთჯერადად 500-500 ლარი გადასცა. 11 აგვისტოს მერია, ასევე უზრუნველყოფს ნიკოლოზ ფორჩხიძის ოჯახისა და მათი ახლობლების ტრანსპორტირებას შინდისში.

Share page