Hot line:(497) 22 20 20

ახალსოფლისა და ხრესილის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

28 October, 2019

ახალსოფლისა და ხრესილის საბავშვო ბაღებში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო.

სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ორივე ბაღში მოეწყო სამზარეულო, სასაწყობო ოთახი და სველი წერტილები. ახალსოფელში, ასევე მოწესრიგდა აქტივობების ოთახი და საძინებელი. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 540 ლრი დაიხარჯა.

ახალსოფლისა და ხრესილის საბავშვო ბაღებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატლია კობახიძე და ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, ემილია გაბრიაძე იმყოფებოდნენ, რომლებმაც განახლებული სივრცე დაათვალიერეს და პატარებს ახალ გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ორპირის ბაღშიც მიმდინარეობს, სადაც სასწავლო სააღმზრდელო-პროცესი 4 ნოემბერს დაიწყება.

Share page