Hot line:(497) 22 20 20

,,ტყიბულქალაქობა - 2019"

26 October, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ,,ტყიბულქალაქობის“ სახალხო დღესასწაული და ქალაქის დაარსების 80 წლის იუბილე მრალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. დღესასწაულის აღნიშვნა გელათიდან დაიწყო, სადაც აკადემიის დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია - ,,როგორ შენდებოდა ტყიბული“, ხოლო მოწვეულმა სპეცილაისტებმა მიმოიხილეს ქ. ტყიბულის დაარსებასთან დაკავშირებული ისტორიები. მოგვიანებით სოფელ ორპირის ცენტრში ჩატარდა საბავშვო თეატრ-სტუდიის ღონისძიება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ჯვარისაში, ახლადგახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. საზეიმო განწყობამ სოფლების შემდეგ, ქალაქში გადმოინაცვლა, სადაც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, იმერეთის მხარის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივთა საჭიროებებზე. დღესვე, საჭიდაო არენა ქართულ ჭიდაობაში იმერეთის ჩეპიონატით გაიხსნა.

                      

სამხატვრო გალერეამ ლერი ქემოკლიძის პერსონალური გამოფენასა და სოფიო კუბლაშვილის წიგნის ,,ოკრიბის ღმერთის’’ პრეზენტაციას უმასპინძლა. ღია ცის ქვეშ ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, ხოლო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მხატვრული წრმოდგენა გაიმართა. ღონისძიებების პარალელურად, სპორტის სასახლის წინ, პატარებისთვის მოწყობილი იყო უფასო გასართობი სივრცე. დღის ბოლოს, ეკლესიის მიმდებარე პარკში მოსახლეობას და მობრძანებულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ეთნოგრაფიული კუთხეები და გაცნობოდნენ ოკრიბულ სამზარეულოს.

სახალხო დღესასწაული ჯგუფი ,,ბანისა“ და ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ცხრაჯვარის“ კონცერტით დასრულდა. აქვე დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ ტყიბულის საპატიო მოქალაქეები. წოდება ,,ტყიბულის საპატიო მოქალაქე“ მიენიჭა: ამირან ბოჭორიშვილს - მინდელის სახელობის შახტის N 4 ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა გამყვან მუშას, წარჩინებული შრომისთვის არაერთი საპატიო წოდების მფლობელს; გრიგოლ ბრეგაძეს- ღვაწლმოსილ პედაგოგს, ღირსების ორდენისა და სხვადასხვა საპატიო წოდების მფლობელს განათლების სფეროში; ქეთევან ლოსაბერიძეს -მრავალი ტიტულის მქონე სპორტსმენს, ოლიმპიურ ჩემპიონს მშვილდოსნობაში; სევერიან შერბაკოვს - დამსსახურებულ, მრავალსტაჟიან დეკორატორს, რომელიც ბუნების დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელია; ლილი სანიკიძეს -მუნიციპალიტეტის დამსახურებულ ექიმს, პირველი კატეგორიის ექიმის წოდების მფლობელს, რომელსაც მიღებული აქვს უამრავი სამადლობელი წერილი, მთავრობის ჯილდო და ქების სიგელი.

 

                   

 

               

Share page