კონკურსი
10 თებერვალს 12:00 საათზე, დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის №6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით ისტორიული თხზულების წერის კონკურსი გაიმართება.
კონკურსის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი და მასში მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეებს (სკოლიდან მაქსიმუმ 3 მოსწავლე).
საკონკურსო თემები:
• ,,დავითი რეფორმატორი“
• ,,დავითი მთავარსარდალი“
• ,,ძლევაი საკვირველი - დიდგორის ბრძოლა“
• ,,გასწიე იგი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“
• ,,დავითი მწიგნობარი“
საკონკურსო თემა შეირჩევა კონკურსის დაწყების წინ.
მოსწვლეთა ნამუშევრებს სპეციალურად შექმნილი ჟიური შეაფასებს, რომელის შემადგენლობაში იქნებიან ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.
გამარჯვებულთა დაჯილდოება და ნამუშევრების პრეზენტაცია გელათის მონასტრის აკადემიის დარბაზში გაიმართება და საპრიზო ადგილებზე გასულებს სამახსოვრო სჩუქრები და ფულადი პრიზები( I ადგილი 200, II - ადგილი 150, III -ადგილი 100 ლარი) გადაეცემა.
ღონისძიების ორგანიზატორია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური.