Hot line:(497) 22 20 20

თემურ ჩუბინიძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი განახორციელა

20 May, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი განახორციელა და გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი ალტერნატიული საფეხმავლო და საავტომობილო გზის ( დავითის გზა) სარეაბილიტაციო სმუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, ისტორიულ გზის 682 მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ტურისტული ბილიკი ნიჩბისის ქვის ფილებით მოპირკეთდა, განხორციელდა არსებული ქვის ყორეების აღდგენა და ახლის მოწყობა, დასახლებულ უბანში 450 მეტრზე დაიგო ბეტონის საფარი და გააკეთდა გარე განათების სისტემა, ხოლო კილომეტრიან მონაკვეთზე გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის გამო, არმირებული საავტომობილო გზის მოწყობა წელს ხორცილდება.
 აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პარალელულად, ასევეა დაგეგმილი ფანჩატურებისა და ძელ- სკამების განთავსება. პროექტის ღირებულება - 1 113 662 ლარს შეადგენს.

თემურ ჩუბინიძე, სოფელ გელათში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციითაც დაინტერესდა, რონლისთვისაც 298 420 ლარი იხარჯება. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ორ ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა.

სოფელ გელათში, ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

Share page