ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა.
ქალაქში, მიმდინარე პროექტებზე მონიტორინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა განახორციელა, რომელიც დეტალურად გაეცნო არსებულ და დაგეგმილ სამუშაოებს.
ტყიბულში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, გრძელდება მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი. თემურ ჩუბინიძე ტყვარჩელის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც 285 531 ლარის ფარგლებში, NN 24; 26; 32 და 34 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართუულებით სამუშაოების დიდი ნიაწილი უკვე დასრულებულია.
მერი, ასევე გაეცნო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესს. პროექტის ღირებულება 869 988 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში განსაზღვრულია არსებული სკვერის ქვის ფილებით მოპირკეთება, შადრევნის რეაბილიტაცია, ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობა, სპორტული ტრენაჟორებისა და ძელსკამების განთავსება.