Hot line:(497) 22 20 20

მერიის სოციალური აქცია თანაქალაქელების დასახმარებლად

27 April, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად სხვადასხვა სახის ღონისძიებები ხორციელდება. ამჯერად მუნიციპალიტეტის მერიამ თანაქალაქელების დასახმარებლად სოციალური აქცია მოაწყო, რომლის ფარგლებში მერიის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად პირადი სახსრებით გარკვეული რაოდენობის თანხა შეაგროვეს.

შეგროვილი თანხით შეძენილი იქნა საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, რომლითაც დახმარება გაეწია საჭიროების მქონე ოჯახებს. ჯამში, მუნიციპალიტეტის მერია 1000 -მდე ბენეფიცირს დაეხმარა, მათ შორის, მარტოხელა ხანდაზმულს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახებს, დევნილებს, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლეებს და უფასო სასადილოს ბენეფიციარებს.

Share page