Hot line:(497) 22 20 20

ერია მოქალაქეების დასახმარებლად სოციალურ ღონისძიებებს აგრძელებს

13 April, 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეების დასახმარებლად სოციალურ ღონისძიებებს აგრძელებს. ხანდაზმულთათვის ყოვლედღიურად ხორცილედება პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების მიწოდება.

 


 

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ დახმარება გაეწია 877 ბენეფიციარს, მათ შორის, მარტოხელა ხანდაზმულს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ, ორგანიზებულ სექტორებში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებთ, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლეებს.

ასევე, პროგრამის ,,უფასო სასადილო" ფარგლებში 70 წელს გადაცილებულ მოქალქეებს ყოველდღიურად სადილი ბინაზე მიეწოდებათ.

Share page