Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ფილიალის ერთობლივი სოციალური აქცია

12 April, 2020

   კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ფილიალის ერთობლივი სოციალური აქცია გრძელდება.ამჯერად, შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციაში, ტყიბულში არსებული ყველა სუპერმარკეტი ჩაერთო.

  თითოეულ სავაჭრო ობიექტში გამოიყო სპეციალური კუთხე, სადაც საქველმოქმედო კალათის პროდუქტებით და ჰიგიენური საშუალებებით შევსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საქველმოქმედო აქციაში ერთ-ერთი პირველები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამასახურის უფროსი ნელი ქარელი ჩაერთვნენ, რომლებმაც შეძენილი პროდუქტები სპეციალურად გამოყოფილ კალათში განათავსეს.

   ქველმოქმედების შედეგად შეგროვებული პროდუქტი იმ ადამიანებს გადაეცემათ, ვისაც დღეს დხმარება განსაკუთრებით ესაჭიროება.

Share page