Hot line:(497) 22 20 20

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო

31 March, 2020

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დღეს დილის 08:00 საათიდან ამოქმედდა .

კარანტინი გულისხმობს შემდეგ აკრძალვებს:

1. სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.

2. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის ტაქსებით) მძღოლის ჩათვლით 3 პირის გადაადგილება. ამასთან, მგზავრი უნდა განთავსდეს მძღოლის უკან სავარძელზე.

3. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

4. იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იქნებს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.
ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვით.

5. აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა თუ ისინი მიდიან სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქსა ან სამედიცინო დაწესებულებაში.
აუცილებლობის შემთხვევაში, მარტოხელა 70 წელს გადაცილებულ ჩვენი მოხუცების დახმარებას უზრუნველყოფენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები და მუნიციპალიტეტები.

6. საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება ღამის 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში, გარდა სატვირთო მანქანებისა და იმ სუბიექტებისა, რომელთა მიერ ამ პერიოდში სამუშაოს შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია (საჯარო მოხელეები, პოლიცია, სამხედრო და სხვ.). ანუ ჩვენ ღამის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში შემოვიღეთ ფაქტობრივად ე.წ. კომენდანტის საათი.

7. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და ქ. გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, სადაც პროცესის მართვას განახორციელებენ საპოლიციო და თავდაცვის ძალები.

8. ნებისმიერი გადაადგილებისას მოქალაქე ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Share page