ელგუჯა გოცირიძემ პირადი სახსრებით ტყიბულის მოსახლეობისთვის 100 ათასი ლარი გამოყო
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ, დაწვრილებით განიხილეს ქ. ტყიბულში შახტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები და რაიონის სხვა საჭიროებები.
მსჯელობის შემდგომ გადაწყდა, რომ დეპუტატი პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის (მათ შორის მეშახტეთა დასახმარებლად) 100 000 ლარს გამოყოფს.
თანხის განკარგვის გამჭვირვალობის მიზნით, ეთხოვა ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს, შახტის ადმინისტრაციას, მეშახტეთა მაღალი ჩართულობით მაქსიმალურად დროულად შეიმუშაონ გამოყოფილი თანხის განაწილების კრიტერიუმები.