საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ უსასყიდლოდ გამოიყენონ მუნიციპალიტეტის თეატრის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობები
საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ თვითმმართველი ერთეულის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ღონისძიებების გამართვის მიზნით, უსასყიდლოდ გამოიყენონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის (მისამართი: ქალაქი ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი №5) და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობები (მისამართი: ქალაქი ტყიბული, თაყაიშვილის ქუჩა №3).