Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის შენებლობისთვის 4 მილიონი ლარი იხარჯება

2 October, 2020

ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის შენებლობა მიმდინარეობს, რომლისთვისაც 4 100 000 ლარი იხარჯება.
სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის“ დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“ ახორციელებს.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცვნენ,  წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გრიგოლ მანდარია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბესიკ გოფოძე და  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე.

                


 პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. სასმელი წყალი გაიწმინდება ე.წ. მემბრანული წესით. ახალი ტექნოლოგიური ციკლის შედეგად მივიღებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყენაში დადგენილ ნორმებს. ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება და ხარისხი.


წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის შენებლობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის აქტიური კომუნიკაციის შედეგად ხორციელდება.
 

Share page