წერეთლის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა
წერეთლის ქუჩაზე, მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე ტიპის სპორტული მოედნის მოწყობის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდების თხოვნის შესაბამისად მიიღო.
მინი სპორტული მოედანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ მოინახულა. პროექტი, 36 352 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა , რომლის ფარგლებში სტადიონი შემოიღობა მავთულბადით, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა.
მომავალ წელს სპორტული მოედნის მიმდებარედ სკვერის მოწყობაც იგეგმება. პარალელურად მინი სტადიონის რეაბილიტაცია თბილისის ქუჩაზეც მიმდინარეობს.