Hot line:(497) 22 20 20

ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

16 October, 2020

ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ყოველდღიურად ხორციელდება და გზის დიდ ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი.  პროექტის ღირებულება, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად 2 მილონი ლარია.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა.

    

პროექტით გათვალისწინებულია ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობიო გზის რეაბილიტაცია, რომლის ფრგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარის და გარეგანათების მოწყობა. აგრეთვე, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა. პროექტი პარკინგის და ,,გადასახედის“ მოწყობასაც ითვალისწინებს.

,,ცხრაჯვარი" საქართველოში ცნობილი ტურისტული ლოკაციაა და ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.

Share page