Hot line:(497) 22 20 20

გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა ელექტრო გადამცემი ხაზების გაყვანის პროექტებთან დაკავშირებით

22 October, 2020

 მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრო მართავს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვებს ელექტრო გადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით.

 

ორჯაჭვა 220კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის“ გაყვანის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 14:00 საათზე - იხილეთ ბმული: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/28074

  500კვ ერთჯაჭვა საჰაერო ეგხ ლაჯანური-წყალტუბო- გაყვანის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 15:30 საათზე - იხილეთ ბმული: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/28075

 

 დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი:  წყალტუბოს, ტყიბულის და ცაგერის მუნიციპალიტეტები.

 

ვინაიდან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტაციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

 


საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Zoom-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით.

 

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

Zoom meeting ID -  830 6015 0246

Join Zoom Meeting - https://us02web.zoom.us/j/83060150246

 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 12 ნოემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

 

Share page