ლიტერატურული კონკურსის გამარჯებულები მერმა დააჯილდოვა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ლიტერატურული კონკურსის - ,,სიყვარული საზღვრების გარეშე" გამარჯვებულები დააჯილდოვა.
12-იდან 26 თებერვლის ჩათვლით ლიტერატურული კაფისა და თენგიზ გაგოშიძის ორგანიზებით, ტყიბულში ლიტერატურულ კონკურსი მიმდინარეობდა, რომლის მიზანს მოსწავლე- ახალგაზრდებისათვის სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად ინტელექტუალური და სახალისო განწყობის შექმნა წარმოადგენდა .
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 21-წლამდე ახალგაზრდებს, ხოლო შეთავაზებული თემები იყო - სიყვარული, სამშობლო, განათლება...
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
პირველი ადგილი წილად ხვდა N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს - ანანო გურგენიძეს, ნაწარმოებისათვის- ,,ეს ერთი სიტყვა-ყველაზე ნათელი";
მე-2 ადგილზე გავიდა N 6 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ხვადაგიანი, (,,საკუთარ თავთან");
მე-3 ადგილი დაიკავა N1 სკოლის მოსწავლემ მარიამ ჯინჭარაძე (,,ჩახუტების უფლება მოგვეცი,აჯუმა").
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა ღონისძიების წახალისების მიზნით გამარჯვებულთათვის ფულადი ჯილდოები დააწესა, რომელიც ახალგაზრდებს ლიტერატურული კაფეს მიერ დაწესებულ წიგნებთან ერთად გადაეცათ.