Hot line:(497) 22 20 20

სოფლის მხრდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

24 February, 2021

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ზოსიაშვილი, ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ.

             

ორპირში ამომრჩევლებთან კონსულტაცია, ხოლო სოფლებში: ლაფეთი, ჯონია, კოკა, ოხომირა, მანდიკორი, შუყერი, ნაბოსლევი, ზედა და ქვედა ჭყეპი დასახლების საერთო კრებები ჩატარდა.

ლაფეთში პრიორიტეტად ბოგირის კეთილმოწყობა დასახელდა, მანდიკორსა და შუყერში მოსახლეობამ გარე განათება მოითხოვა, სხვა სოფლებში ადგილობრივებმა მხარი შიდა გზების მოწესრიგებას დაუჭირეს.

ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 112 000 ლარი დაიხარჯება.

შეხვედრებზე ასევე იმყოფებოდნენ, ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მელიტონ ზოსიაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ავთანდილ აშოთია.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2 მარტამდე გაგრძელდება. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სასურველ პროექტებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში შეარჩევენ.

Share page