ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
ტყიბულში, ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის ცენტრალური საავტომობილო გზის 5 კმ-იან მონაკვეთს.
ტყვარჩელი-რუსთაველი-გამსახურდიას ქუჩებზე სრულად იცვლება ასფალტო-ბეტონის საფარი, ბორდიურები, მთელ პერიმეტრზე კეთილმოეწყობა ტროტუარები, მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და დაიდგმება თანამედროვე ტიპის მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები.