Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით იდეების კონკურსს აცხადებს

2 April, 2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით იდეების კონკურსს აცხადებს.

პროექტის საერთო მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. პროექტი ორიენტირებულია ძირითადად  ქალების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსურ მხარდაჭერაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თუ :

  • ფიზიკური პირის შემთხვევაში მინიმალური ასაკია 18 წელი;
  • პროექტის ბენეფიციარები იქნებიან დასახლების მოსახლეობის სულ მცირე 5%
  • აქვთ  იდეა, რომლის განსახორციელებლად  საჭირო ღონისძიებების ბიუჯეტია 5000 (ხუთი ათასი) ევროს ექვივალენტს ლარში. კონვერტაციის კურსი განისაზღვრება კონვერტაციის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად
  • იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იდეის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი აღემატება კონკურსის შედეგად მისთვის განსაზღვრული დაფინანსების მოცულობას, თანახმაა იდეის ავტორმა თავად განახორციელოს თანადაფინანსება;
  • იდეის განხორციელების ადგილი არის ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციული ერთეულის-„ძველი ტყიბულის“  07 და 08 საარჩევნო უბნის საზღვრებში;
  • პროექტი მორგებული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.
  • პროექტი არ არის მოგებაზე ორიენტირებული.

 იდეების კონკურსი მოიცავს 3 ეტაპს:

  1. საპროექტო განაცხადის მიღება და შეფასება - კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ საკონკურსო აპლიკაცია  და გამოაგზავნონ მითითებულ ელ. ფოსტაზე 2 აპრილიდან -  11 აპრილის  ჩათვლით.  მიღებული აპლიკაციები შეფასდება კომისიის მიერ  და შეირჩევა საუკეთესო აპლიკაციები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ  კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
  2. შერჩეული პროექტების  განვითარება, პრეზენტაციების მომზადება/წარდგენა და განმეორებით შეფასება -  მეორე ეტაპისთვის შერჩეული კანდიდატები წარმოადგენენ საკუთარი იდეის პრეზენტაციას კომისიის წინაშე.
  3. გამარჯვებულების  გამოვლენა - კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება გამარჯვებული პროექტები.

კონტაქტი

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

  მობ: 595 700 717- ელისო ჭანტურიძე           

შევსებული აპლიკაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - tkibuli.municipality@gmail.com

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმცია შეგიძლიათ მიიღოთ მითითებულ ლინკზე: https://drive.google.com/file

 

Share page