Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულში 9 აპრილს დარუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 April, 2021

ტყიბულის მუნიციპალიეტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის პარკში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამ დღესთან დაკავშირებით ტყიბულში სხვა ღონისძიებებიც განხორციელდა.

                

სამხატვრო სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, აღევლინება 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი და გაიმართა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციებით დატვირთული ღონისძიება, რომელშიც ჩართული იყვნენ მოსწავლე-ახალგაზრდები. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები

Share page