Hot line:(497) 22 20 20

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობა

25 June, 2021

 ქალაქის იერსახის მოწესრიგებისა მიზნით, ტყიბულში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ფასადების რეაბილიატაცია, რეგიონებში განსახორცელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 962 806 ლარს შეადგენს.

 პროექტის მინდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც არსებულ სამუშაოებს, პირველ მოადგილესთან, გიორგი ლომთაძესთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან, ზაზა ზოსიაშვილთან ერთად გაეცნო.

              

 პროექტით განსაზღვრულია კარისა და ფანჯრის ბლოკების დემონტაჟი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების და სადარბაზოების შესასვლელში ლითონის კარის მოწყობა, ფასადების დეკორატიულად შელესვა და ზეძირკველის მოპირკეთება ბაზალტის ფილებით. საცხოვრებელი სახლების ფასადებთან ერთად შეიღებება აივნის მოაჯირებიც.

 პროექტის ფარგლებში რუსთაველის, ახობაძის და გელათის ქუჩებზე, 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი მოწესრიგდება.
სამუშაოებს შპს ,,თ.ბ-კაპიტალი" აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ტყიბულში, ასევე იგეგმება კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების ურბანული განვითარება.

Share page