Hot line:(497) 22 20 20

მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის კეთილმოწყობას გეგმავს

19 November, 2021

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ტერიტორიაზე ის ადგილები დაათვალიერა, სადაც საპროექტო სამუშაოების დაწყება იგეგმება, მათ შორის, ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და მასთან ერთად, ქალაქში შემოსასვლელი ალტერნატიული გზის რეაბილიტაცია, რომლითაც წლების წინ სატვირთო მანქანები და განსაკუთრებით, ,,საქნახშირი“ სარგებლობდა.

            

  ,,ცხადია, ტყიბულის შემოსასვლელი საჭიროებს რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, რომ კეთილმოეწყოს ქალაქის მთავარი შემოსავლელის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, მოპირკეთდეს ასფალტით, განხორციელდეს არსებული ბეტონის ღობისა და წყაროს რეკონსტრუქცია, მოეწყოს მწვანე სივრცე და შეიცვალოს ტყიბულის აღმნიშვნელი ფირნიში თანამედროვე არქიტექტურული ტიპის კონსტრუქციით. ამავე დროს, უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს ქალაქში შემოსასვლელი ალტერნატიული გზა, როგორც ეკო-გარემოსა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, ასევე, შეამოკლებს გზის მონაკვეთს სატვირთო მანქანებისთვის. აღსანიშნავია, რომ ,,საქნახშირი“ წლების წინ აღნიშნული გზით სარგებლობდა და მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები მოიცავს მსხვილმასშტაბიან სამუშაოებს, კერძოდ, მდინარის კალაპოტისა და ჯებირების აღდგენასაც, ჩვენი ამოცანაა აღნიშნული გზა აღვადგინოთ. შესაბამისად, ვიწყებთ საპროექტო სამუშაოებს ზემოთ აღნიშნული მიმართულებით“- განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.

 

 

 

 

Share page