Hot line:(497) 22 20 20

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხურაში დასრულებული პროექტები დაათვალიერეს

21 December, 2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ იოსებ რობაქიძემ, სოფელ მუხურაში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მუხურა-მუჯირეთის დამაკავშირებელ გზაზე რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირი მოინახულეს, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაზიანებული და გადაადგილების დროს ადგილობრივებს საფრთხეს უქმნიდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, განახლებული ე.წ. ,,კანკიბის“ ხიდიც დაათვალიერეს, სადაც მოეწყო სავალი ნაწილი და გამაგრდა ცენტრალური და განაპირა ბურჯები. აღნიშნული ხიდის გავლით, მოსახლეობა დიდთოვლობის დროს შემოვლითი გზით ტყიბულის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.ხიდ-ბოგირის მოწყობა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხოლო ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

      

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებსაც გაეცნენ.  აღნიშნული ფონდის დაფინანსებით, მუხურაში სულ ბეტონის საფარი მოეწყო შიდა სასოფლო გზის 1 700 კმ-იან მონაკვეთზე, რომლისთვისაც 604 000 ლარი დაიხარჯა.

 მუხურაში, ასევე, იმყოფებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრის, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ავთანდილ აშოთია.

        

დღის ბოლოს  დავით ჩერქეზიშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა, სადაც მან  ბავშვებს ,,ბარბარობა" მიულოცა და დღესასწაულთან დაკავშირებით  ტკბილეული,  სათამაშოები, საკვები პროდუქტები და სხვა საჩუქრები გადასცა.

 

Share page