მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი ორგანიზებულად ხორციელდება
იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია გრძელდება. დღეს დილიდან მუნიციპალიტეტში სამ ლოკაციაზე - ტყიბულში, საწირესა და ორპირში იმუნიზაციის პროცესი ორგანიზებულად ხორციელდებოდა. ამცრელი ბრიგადები მოქალაქეების ვაქცინაციას ადგილზე უზრუნველყოფდნენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს, რაც სოფლად მცხოვრები 50 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს. მიმდინარე აქტივობა, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს.
სწორედ ამ ასაკის მოსახლეობისათვის მოქმედებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებული ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, 100 ლარის მიღებას გულისხმობს.
სამედიცინო პუნქტებში, კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობის იმუნიზაციის სრულყოფილად განხორცილებას ორგანიზებას ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობა უწევს, პროცესში აქტიურადაა ჩართული ააიპ-ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი.