ტყიბული უკრაინის მხარდასაჭერად
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას იწყებს.
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა სახსრები, რომელიც მიმართული იქნება პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად.
ქალაქ ტყიბულში, სპორტის სასახლეში შეგროვდება დაზარალებული მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი ნივთები:
- პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები;
- ჰიგიენის საშუალებები;
- არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები;
- ტანსაცმელი და სხვა.
აქციაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ნივთები მიიტანონ შემდეგ მისამართზე:
ქ.ტყიბული, თაბუკაშვილის N5 (სპორტის სასახლე); ტელ: 595 85 77 05,
მუნიციპალიტეტში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთვის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:
პასუხისმგებელი პირი გიორგი ლომთაძე, მერის მოადგილე, ტელ: 595187711
საკონტაქტო პირი: ელისო ჭანტურიძე ტელ: 595 700 717