Hot line:(497) 22 20 20

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

21 March, 2022

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალი მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად, ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრნენ, სადაც დაუნის სინდრომის მქონე პირი მოინახულეს და სჩუქრები გადასცეს. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, მუნიციპალიტეტში კვირეული მიეძღვნა, რომლის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა.


დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

Share page