Hot line:(497) 22 20 20

ამომრჩევლებთან კონსულტაცია მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

12 March, 2022

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ამომრჩევლებთან კონსულტაცია მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. საკონსულტაციო შეხვედრაზე ადგილობრივებმა, განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით წინადადებები წამოაყენეს და გამოყოფილი 20000 ლარით, თერჯოლის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი მუხურა-მუჯირეთის შემოვლითი გზის მოხრეშვის გადაწყვეტილება მიიღეს.

            

გარდა ამისა, დავით ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, რომ მუხურას სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებაც უდგას. სოფელში არ არსებობს აფთიაქი და საბავშვო ბაღი, აუცილებელია ამბულატორიის კეთილმოწყობა და ამ საკითხების გადაჭრაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრაზე, ასევე გაჟღერდა, რომ მთის განვითარების ფონდის ფარგლებში, საკვირაოსა და ტელმანის უბანში წელს დასრულდება დარჩენილი მონაკვეთების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია.


მოსახლეობასთან შეხვედრას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 22 მარტამდე გაგრძელდება და სასურველ პროექტებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში შეარჩევენ.

Share page