Hot line:(497) 22 20 20

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წითელი ჯვრის ფილიალში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ

14 May, 2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე კვირეულის ფარგლებში, ტყიბულის ფილიალში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

             


შეხვედრაზე, სადაც მიწვეულნი, ასევე იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მოხალისეები და ქველმოქმედი ადამიანები, ფილიალის თანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა წითელი ჯვრის დაარსების ისტორიას. სტუმრები გაეცნენ ადგილობრივი ფილიალის მიერ განხორციელებულ პროექტებს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით, ხოლო შეხვედრის დასასრულს დაჯილდოვდნენ მოხალისეები და ქველმოქმედი ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან წითელი ჯვრის აქტივობებში.

ტყიბულში, წითელი ჯვარი 10 წელია არსებობს, რომელთანაც მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს.

Share page