საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტყიბული-სოჩხეთი-ორპირის საავტომობილო გზაზე ახალი სახიდე გადასასვლელების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან გათავისუფლების შესახებ
საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
საქმიანობის დასახელება: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტყიბული-სოჩხეთი-ორპირის საავტომობილო გზის კმ10-კმ24 მონაკვეთზე არსებული ახალი სახიდე გადასასვლელების (პკ. 27+00; პკ. 48+00; პკ. 132+00; პკ. 139+00; პკ. 145+00) პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან გათავისუფლება.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-16 მუხლის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს გზშ-ისგან იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის, რომლის მიზანია ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელება.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/315