Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

20 September, 2022

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტი, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (UNDP) იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

 პროექტის - “ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის - დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა განაცხადი წარადგინა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების სრული დაფინანსება 69 000 ლარის ოდენობით მოიპოვა.

 კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლებს, უმასპინძლა და პროექტის განხორციელების ადგილი დაათვალიერებინა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

 აღნიშნული პროექტი, ევროკავშირისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა, ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.

Share page