Hot line:(497) 22 20 20

სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს სასკოლო-საკანცელარიო ნივთები გადაეცათ

17 September, 2022

 მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებმა ახალ სასწავლო წელს სასკოლო და საკანცელარიო ნივთები საჩუქრად მიიღეს. 40-მდე მოსწავლეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩექეზიშვილმა უმასპინძლა, რომელთაც სწავლის დაწყება მიულოცა და ბავშვებს ყველა საჭირო სასკოლო ნივთთან ერთად ჩანთებიც გადასცა. ისინი, ვისაც გასულ წლებში ჩანთები მიღებული ჰქონდათ, წელს მხოლოდ მოცულობითი სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით დასაჩუქრდნენ.

  მერმა საკონფერენციო დარბაზში შეკრებილებს საინტერესო ინიციატივა გაანდო, ის მოსწავლეები, ვინც 2022-23 სასწავლო წელს მაღალი აკადემიური მოსწრებით დაასრულებს, დამატებით წამახალისებელ საჩუქრებსაც მიიღებენ.

  აღნიშნული სოციალური პროგრამით წელს ისარგებლეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა (200 000-მდე სარეიტინგო ქულით), კრიზისული ოჯახების (20 000-მდე სარეიტინგო ქულით), შახტში დაღუპულთა და დაშავებულთა (შშმ პირის სტატუსით) შვილებმა I-VI კლასის ჩაათვლით, ასევე, ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით განსაზღვრული I-XII კლასის მოსწავლეებმა.

Share page