Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და მოსახლეობის გამრიცხველიანება იწყება

2 February, 2023

ქალაქ ტყიბულის  წყალმომარაგების მესამე ეტაპის სამუშაოები იწყება, რომელიც წყალმომარაგების ქსელის მოწყობას და აბონენტების გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.  სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით შპს ,,საბა“ განახორციელებს.

 აღნიშნულთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე,  კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ტყვარჩელის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდნენ, საიდანაც ტყიბულში მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება იწყება.

 პროექტის ფარგლებში, ასევე განსაზღვრული  რეზერვუარების, მაგისტრალური მილების და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტყიბულის სერვის-ცენტრის   რეაბილიტაცია.

 

 

Share page