ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის პარკში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა. აქციის დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანება და ინტოქსიკაცია მიიღო ასობით მოქალაქემ.
9 აპრილის მოვლენებიდან ზუსტად ორი წლისთავზე, 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი ჩაიწრეა, როგორც დიდი ტრაგედიისა და ამავდროულად დიდი სიხარულის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.